------------ელექტრული დენი---------
ელექტრული დენი მაშინ ჩნდება,როცა ელექტრონები რაიმე ნივთიერებაში,მაგალითად ლითონის სადენში მიედინება ან ელექტრული ბატარეა ან ელექტროენერგიის სხვა წყარო ელექტრონებს გამტარში გავლას აიძულებს. ელექტრონების ეს ნაკადი ელექტრულ დენს წარმოქმნის.ლითონის მავთულში გავლის შემდეგ დენი ნათურას აანთებს,ძრავას რთავს და მრავალ სხვა სასარგებლო ფუნქციას ასრულებს
შეგიძლიათ სახლის პირობებში დაამზადოთ ფანარი=]]
1752წელს ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ და გამომგონებელმა ბენ ფრანკლინმა (1706-1790)ჩაატარა ექსპერიმენტი:მან ჭექა-ქუხილის დროს ჰაერში ფრანი გაუშვა.ფრანის ძაფი მარილწყლით იყო გაჟღენთილი,ელექტრული დენი ძაფში გადიოდა და ლითონის ქილას (პირველი ბატარეა)მუხტავდა.ანალოგიური ცდის ჩატარებისას 1753წელს მეცნიერი რიხმანი ელვამ იმსხვერპლა,რადგან ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ის შემთხვევით შეეხო დაუმიწებელ მოწყობილობას
------------ელექტრონები ადამიანის ორგანიზმში-------------
ელექტროლიტები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ.მათი მეტობა ან ნაკლებობა,ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.მაგ: K-ის და Mg-ს ნაკლებობა ორგანიზმში გულის დაავადებებს იწვევს,Na-ის მეტობა წნევის მატებას,Ca-ის ნაკლებობა ან მეტობა ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და აზიანებს.
ელექტროლიტების რაოდენობა უჯრედში და უჯრედს გარეთ განსაზღვრული რაოდენობით უნდა იყოს.
----------მჟავები და ტუტეები------------
ლიმონის წვენი და ძმარი სუსტი მჟავებია,უფრო ძლიერი მჟავების გასინჯვა და მათი შეხება გაცილებით საშიშია.ისინი ამომჭმელი ნივთიერებებია,რაც იმას ნიშნავს,რომ,კანის,ხეების,ქსოვილებისა და სხვა ნივთიერებების ამოჭმა შეუძლიათ.მჯავების საპირისპირო ქიმიაში ტუტეა.ბევრი ტუტე მაგალითად,მათეთრებელი და ქურის საწმენდი,ისეთივე ამომჭმელი ნივთიერებებია,როგორიც ძლიერი მჟავები.
ქლორწყალბადის წყალხსნარის ელექტრული დისოციაციის მექანიზმი
თვისებები
მჟავები ქმნიან ქიმიური ნივთიერებების დიდ ჯგუფს,რომელშიც ყველას ერთნაირი თვისებები აქვთ.ყველა მჟავა შეიცავს წყალბადს და როცა ისინი ლითონებთან ურთიერთქმედებენ,წყალბადის აირს გამოყოფენ,როდესაც მჟავები ეხებიან სპეციალურ ქაღალდს,რომელსაც ლაკმუსი ეწოდება,ქაღალდი წითლდება.ტუტეები ისეთი ქიმიური ჯგუფის ნაწილია,რომელსაც ფუძეები ეწოდება:ტუტეები წყალში ხსნადი ფუძეებია.ბევრ ტუტეს მწარე გემო აქვს და შეხებისას საპონივითაა.მაგრამ არ სცადოთ ტუტეების გასინჯვა,თორემ ძალიან დაგწვავთ.ყველა ტუტე შეიცავს ჰიდროქსილურ ჯგუფს(წყალბადისა და ჟანგბადის ნაერთს)და ლაკმუსის ქაღალდს ალურჯებს.მეცნიერები მჟავებისა და ტუტეების სიძლიერეს სპეციალურ სკალაზე ზომავენ,რომელსაც PH-ის სკალა ეწოდება.მასზე ათვლა ხდება 14-დან(ყველაზე ძლიერი ტუტეები)0-მდე (ყველაზე ძლიერი მჟავები)
----------მჟავებისა და ტუტეების შერევა----------
როდესაც მჟავა ერევა ტუტეს,ორივე იცვლება-ისინი ერთმანეთს ანეიტრალებენ.აი,რა ხდება:მჟავიდან წყალბადი უერთდება ტუტის ჰიდროქსილურ ჯგუფს და წარმოქმნის წყალს(წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისგან).მჟავისა და ტუტის დარჩენილი ნაწილები წარმოქმნიან მარილს.მაგალითად,როდესაც,მარილმჟავა რეაგირებს ნატრიუმის ჰიდროქსიდთან(ტუტეებთან),შედეგად ვიღებთ წყალს და ნატრიუმქლორიდს,რაც ჩვეულებრივი სუფრის მარილია.
------------გამოყენება----------
ბუნებაში ბევრი მჟავა გვხვდება.ისინი თქვენს სხეულშიცაა აღმოჩენილი.მაგალითად თქვენი კუჭი საკვების მოსანელებლად მარილმჟავას წარმოქმნის.დეენემი,რთული ქიმიური ნაერთი,რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდს ინახავს,დეზოგსიდრიბონუკლეინის მჟავაა.ძლიერი მჟავები განსაკუთრებით გოგირდ მჟავა,გამოიყენება ქარხნებში სასუქების,ასაფეთქებელი ნივთიერებების,პლასტმასის,ხელოვნური ქსოვილების,საღებავების,წამლების,საწმენდი საშუალებებისა და ბევრი სხვა ქიმიკატის დასამზადებლად.სუსტი ტუტეები,როგორიცაა მაგნიუმის ჰიდროქსიდყ(მაგნეზია),სასარგებლოა საჭმლის მოუნელებლობისას,თუ ის კუჭში ბევრ მჟავას დაგროვებით არის გამოწვეული.ტუტეები მჟავას ანეიტრალებენ.
----------მარილები-----------
მარილების უმეტესობა კრისტალური მყარი სხეულებისა,რომლებიც წყალში იხსნება.მათი გადნობისთვის ძალიან მაღალი ტემპერატურაა საჭირო-სუფრის მარილი სითხედ 801°c-ზე გადაიქცევა.მარილები პაწაწინა,ელექტრულად დამუხტული ატომებისგან ანუ იონებისგან შედგება.მარილი,როგორც წესი,შეიცავს ლითონის იონს(დადებითი მუხტით) და არალითონის იონს (უარყოფითი მუხტით).მაგალითად,სუფრის მარილი ნატრიუმქლორიდია და ნატრიუმისა(ლითონი)და ქლორის(არალითონი)იონებისგან შედგება.
ცდაში წარმოდგენილია 4 ხსნარი:გამოხდილი წყალი,ჩვეულებრივი წყალი,მარილწყალი და შაქარწყალი.
როგორც ხედავთ გამოხდილმა წყალმა ელექტრული დენი არ გაატარა რადგან იგი სულ სუფთაა და არანაირ შენაერთს არ შეიცავს.მაგრამ მისგან განსხვავებით ჩვეულებრივმა წყალმა დენი გაატარა რადგან მასში სხვადასხვა ნივთიერებები შედის ანუ იგი ნაერთია და ელექტრულ დენს ატარებს.
შაქარი არაელექტროლიტია,იგი წყალში გახსნისას იონებად არ იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს არ ატარებს.
მარილწყლის შემთხვევაში ელექტრული დენი ხსნარმა გაატარა რადგან Na+-ისიონი მოძრაობას უარყოფითი ელექტრონისკენ იწყებს ხოლო Cl-_ის იონი კი გადაადგილდება დადებითი ელექტრონისაკენ რის შედეგადაც ნათურა ინთება.
მყარი სხეულების მსგავსად არსებობს ელექტროდენის გამტარი და არაგამტარი სითხეები.
გამოხდილ წყალში ლითონის ღეროები, რომ ჩავუშვათ და წრედი ელექტრულ დენში ჩავრთოთ, მასში ჩამონტაჟებული ელექტრონათურა არ აინთება. ნათურა არც მაშინ აინთება, თუ გამოხდილ წყალში შაქრის ფხვნილს ჩავყრით, მაგრამ საკმარისია ერთი მწიკვი სუფრის მარილი ჩავამატოთ, რომ ნათურა აკაშკაშდება _ ე. ი. წრედი შეიკრება. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სუფრის მარილის ჩამატებამ ელექტრული დენის არაგამტარი გამოხდილი წყალი გამტარად აქცია. მასში გაჩნდა თავისუფალი დამუხტული ნაწილაკები და ხსნარში მივიღეთ ელექტრული დენი აქედან გამომდინარე. ცხადია, ნივთი- ერებებს, რომლებიც წყალში გახსნილ ან გალღობილ მდგომარეობაში ელექტრულ დენს ატარებენ ელექტროლიტები ეწოდებათ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
moclilebi xart ramdeni giweriat
ReplyDeleteრა მაგრად შეგაფასათ ამ მოსწავლემ,საინტერესოა თვითონაც მოცლილია ამდენი პოსტი, რომ აქვს დაწერილი?მგონი პროექტები უნდა უჭირდეს:)
ReplyDelete